თეგი: სი ძინპინი

ჩინეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა და 5 შეთავაზება წარადგინა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა. ჩინეთის ლიდერმა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების პირობა დადო. ეს იყო პირველი შეხვედრა ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხუთ სახელმწიფოს მეთაურს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-მა სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით შეკრიბა. სი ძინპინის თქმით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ასჯერ გაიზარდა. წარმატებით დასრულდა სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე დიდი პროექტი, მათ შორის ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენი, ჩინეთი-ყაზახეთის ნავთობსადენი, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ავტომაგისტრალი და ჩინეთი-ტაჯიკეთის ავტომაგისტრალი. "კონსულტაციების, ერთობლივი წვლილისა და საერთო პრინციპების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მზარდია და მას სარგებელი მოაქვს ცენტრალურ აზიაში. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შექმნას კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთი-ცენტრალური აზიის საზოგადოება საერთო მომავლით. ამ მიზნით, მინდა მოგმართოთ შემდეგი ხუთი წინადადებით: 1. ჩინეთი გააგრძელებს მოქმედებას მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპით და იმუშავებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია და მოაწყოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა "ჩინეთს პლუს ცენტრალური აზია", სხვა დიალოგი და უზრულველყოს თანამშრომლობის მექანიზმები. ამ გზით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სოლიდარობას და ურთიერთნდობას, გავაღრმავებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და მივაღწევთ საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.  ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით გარე ძალების მცდელობებს, მოახდინოს ფერადი რევოლუციები ცენტრალურ აზიაში, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას ადამიანის უფლებების საბაბით და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენი ექვსი ქვეყნის ხალხების მშვიდ ცხოვრებას. არც ისე დიდი ხნის წინ, ყაზახეთმა განიცადა დრამატული მოვლენები, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზიანი. როგორც მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ყაზახეთს სტაბილურობის შესანარჩუნებას, ძალადობის შეჩერების მცდელობას და გააგრძელებს ყაზახეთის მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩინეთს სჯერა, რომ პრეზიდენტ თოყაევის ძლიერი ხელმძღვანელობით, ყაზახეთის მამაც, შრომისმოყვარე ხალხს უკეთესი მომავალი ელის. 2. ჩინეთი მზადაა, გახსნას თავისი დიდი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ჩვენ შემოვიტანთ უფრო ხარისხიან საქონელსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს რეგიონის ქვეყნებიდან, გავაგრძელებთ ჩინეთ-ცენტრალური აზიის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ფორუმის ჩატარებას და ვეცდებით ვაჭრობის გაზრდას 70 მილიარდ აშშ დოლარამდე 2030 წლისთვის. ჩინეთი გთავაზობთ, შევქმნათ ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტრონული კომერციის თანამშრომლობის შესახებ დიალოგის მექანიზმი და საჭიროების შემთხვევაში სამრეწველო და საინვესტიციო თანამშრომლობის ფორუმის გამართვა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ნავთობისა და გაზის მილსადენების სტაბილური ფუნქციონირება, დავაჩქაროთ ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენის (D) ხაზის მშენებლობა, გავაფართოოთ თანამშრომლობა ენერგეტიკული ინდუსტრიის ხელშესაწყობად.  3. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ფარი მშვიდობის დასაცავად. მშვიდობა არის მისწრაფება, რომელსაც იზიარებს რეგიონის ყველა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტერორისტულ, ექსტრემისტულ და სეპარატისტულ ძალებთან ბრძოლა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვრის მართვა და კონტროლი. ერთობლივი ოპერაციებით, ერთად ვიმუშაოთ რეგიონული უსაფრთხოების ქსელის გასაძლიერებლად.  4. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტურისტული თანამშრომლობა. ჩინეთი ააშენებს პლატფორმებს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მათი ტურისტული რესურსების პოპულარიზაციისთვის და მზადაა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა გახდეს ჩინელი ტურისტებისთვის მიმართულება. ჩინეთი გვთავაზობს ჩინეთ-ცენტრალური აზიის ხალხთა შორის მეგობრობის ფორუმის ჩატარებას და შეეცდება, რომ ხუთი ქვეყნის დაძმობილებული ქალაქების რაოდენობა გაზარდოს.  5. სულ ცოტა ხნის წინ, მე გამოვედი გლობალური განვითარების ინიციატივით გაეროს წინაშე და მოვუწოდე ერთობლივი ძალისხმევისკენ რისკებისა და გამოწვევების დასაძლევად. ასევე, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის წინსვლისკენ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა 500 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო დახმარებას გაუწევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს საარსებო პროგრამების მხარდასაჭერად და შესთავაზებს 5000 სემინარსა და ვორქშოფს, რათა დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს პროფესიონალთა მომზადებაში. ეს სფეროებია ჯანდაცვა, სიღარიბის შემცირება სოფლის მეურნეობის განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების გაძლიერება“, - განაცხადა სი ძინპინმა.  ცნობისთვის, ამ სამიტიდან ორი დღის შემდეგ, ასევე შედგა ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პირველი სამიტი. ონლაინსამიტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჩაატარა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე, მას რეგიონული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრალურ აზიას ცენტრალური ადგილი უჭირავს ინდოეთის ხედვაში, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ და სტაბილურ, გაფართოებულ სამეზობლოს. ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ ავღანეთში განვითარებული მოვლენებით. ამ კონტექსტში ასევე, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მოდიმ. ამ დროისთვის, ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა ცენტრალურ აზიასთან მცირეა, $2 მილიარდი. სახმელეთო კავშირის ნაკლებობა ვაჭრობის გაფართოების მთავარი დაბრკოლებაა, რადგან პაკისტანი არ აძლევს უფლებას ნიუ დელის, მისი ტერიტორიის გავლით მოხდეს წვდომა. მაგრამ ინდოეთი იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ირანის ჩაბაჰარის პორტს მარშრუტის გასაუმჯობესებლად. ირანს ფართო საზღვარი აქვს როგორც თურქმენეთთან, ასევე ავღანეთთან. ანალიტიკოსების თქმით, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერების მიერ გამართული სამიტები ხაზს უსვამს რეგიონის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, სადაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა გავლენები.    

კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ხელმძღვანელმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების „ახალ ეპოქაში“ შესვლისა და გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს. შეთანხმების თანახმად, მხარეები ცდილობენ, გაააქტიურონ მუშაობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განვითარების გეგმებისა და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის დაკავშირებაზე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.  მხარეები აპირებენ, განავითარონ თანამშრომლობა “რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთი” ფორმატის ფარგლებშიც. მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებული ახალი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ცივი ომის ეპოქის პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსებს აღემატება. „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები, ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება არც მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული, არც საერთაშორისო გარემოს და მესამე ქვეყნებში არსებული გარემოებების შეცვლისკენ“, - აღნიშნავენ ტექსტის ავტორები.  განცხადებაში, რომელიც ოთხი თავისგან შედგება, აღნიშნულია, რომ რუსეთი და ჩინეთი „ფერად რევოლუციებსა“ და NATO-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. განცხადების ავტორები თვლიან, რომ „ზოგიერთი აქტორი, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე უმცირესობას წარმოადგენს, საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად  ცალმხრივი მიდგომის ადვოკატირებას განაგრძობს და ძალის გამოყენების გზით ერევა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, არღვევს მათ ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, ხელს უწყობს დაპირისპირებას“. „მხარეები არიან ერთსულოვანი იმის გაგებაში, რომ დემოკრატია არის უნივერსალური ადამიანური ღირებულება და არა ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, მისი ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიო საზოგადოების საერთო ამოცანაა“. „მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ეწინააღმდეგებიან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკის სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების ფორმირებას და ინარჩხუნებენ სიფხიზლეს აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებას გამოხატავენ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების ბლოკების (AUKUS) შექმნის გამო. მხარეები თანმხდებიან, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნებს, ზრდის რეგიონში შეიარაღების ირგვლივ შეჯიბრის საშიშროებას და წარმოადგენს ბირთვული იარაღის გავრცელების სერიოზულ რისკებს. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის.

ჩინეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხის გადაწყვეტის გზები ემანუელ მაკრონთან განიხილა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რომელმაც აშშ-სა და NATO-სთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის მიმართ მხარდაჭერა 4 თებერვალს გამოხატა, უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის გზები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ძინპინმა განაცხადა, რომ მხარეებმა უკრაინის საკითხის პოლიტიკური მოგვარების პრინციპები უნდა დაიცვან.  ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა სრულად უნდა გამოიყენონ მრავალმხრივი პლატფორმები, მათ შორის ნორმანდიული ფორმატი და შეეცადონ უკრაინის საკითხის ყოვლისმომცველ გადაწყვეტას დიალოგისა და კონსულტაციების გზით. ჩინეთის პოზიციით, უკრაინის საკითხთან მიმართებით დაძაბულობის შექმნა უკრაინის კრიზისის განმუხტვას ხელს არ უწყობს, არამედ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში და მთელ მსოფლიოში. ჩინეთი ამას მტკიცედ ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის საერთო შეხედულება 4 თებერვალს განცხადებაში ასახა. „მხარეები ეწინააღმდეგებიან NATO-ს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომის დროინდელ იდეოლოგიზებულ მიდგომებზე, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს, მათი ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული ფუძის მრავალფეროვნებას. მხარეები ხაზს უსვამენ, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მხრიდან ბიოიარაღებთან დაკავშირებული შიდა და საგარეო აქტივობები სერიოზულ შეშფოთებას და კითხვის ნიშნებს იწვევს. მხარეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და საზიანოა რეგიონების უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, რუსეთის შემდგომი აგრესიით გამოწვეულ გლობალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს შედეგები არამხოლოდ უკრაინაზე, ევროპაზე, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაზე, არამედ ჩინეთზეც ექნება. უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, თუ რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს გარკვეული შედეგების გამოსწორებას, ზოგიერთი შედეგის შემსუბუქებას ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობით, ეს ასე არ არის. აშშ თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში რეალურად, რუსეთის ეკონომიკა მრავალი თვალსაზრისით უფრო მყიფე გახდება. ჩვენ, შეერთებულ შტატებს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ, თუ დავინახავთ, რომ უცხოური კომპანიები, მათ შორის ჩინეთში, ყველაფერს აკეთებენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. მე ახლა არ მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რა არის ეს ინსტრუმენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის გადაჭრა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რუსეთის პოზიციას უფრო მყიფეს როგორ გახდის, ნედ პრაისმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა იქნება დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე, ან ბევრად უფრო დამოკიდებული ერთ ეკონომიკაზე. „ეს არის კატასტროფის რეცეპტი რუსეთის ეკონომიკისთვის, თუ პუტინი თვლის, რომ ზომები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, არ იქნება დამაზიანებელი და არ ექნება ის შედეგები, რაზეც ჩვენ გავაფრთხილეთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გამართავს. Reuters-ი წერს, რომ ვაშინგტონი ახორციელებს ზეწოლას ჩინეთზე, რათა მხარი არ დაუჭიროს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ნაბიჯს, რომელიც მკვეთრად გააფართოებდა უფსკრულს პეკინსა და დასავლეთის მთავრობებს შორის. მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საჯაროდ გაფრთხილა ჩინეთი, რომ პეკინი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარება. კითხვაზე, რომელმა მხარემ მოითხოვა ზარი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ეს ორშაბათს, რომში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შვიდსაათიანი მოლაპარაკება გამართა ჩინელ დიპლომატთან. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში თქვა, რა გართულებებია მოსალოდნელი თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სატელეფონო საუბრის შინარსზე თეთრი სახლი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.  „პრეზიდენტმა აღწერა გართულებები და შედეგები, თუ ჩინეთი მატერიალურ დახმარებას გაუწევს რუსეთს, რადგან ის ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ორი ლიდერის სატელეფონო საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში, რომელშიც ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეხედულებებს ამ კრიზისზე. ამასთან, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის მის მხარდაჭერას. ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ბაიდენი სის განუმარტავს, რომ „ჩინეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა ყველა ქმედებისთვის", რომლითაც ის "დაუჭერს მხარს რუსეთის აგრესიას" და "ჩვენ უკან არ დავიხევთ, ზომები მივიღოთ“. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ  სი ძინპინი: კონფლიქტები და დაპირისპირებები, როგორიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, არავის ინტერესებში არ შედის აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

ბრიტანეთის პრემიერსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ჩინეთს პრეზიდენტ სი ძინპინს შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე „გულახდილი საუბარი“ შედგა. ინფორმაციას euronews ბორის ჯონსონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკეს ვითარებაზე უკრაინაში. ეს იყო გულახდილი საუბარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ისევ ილაპარაკებენ“, - განაცხადეს ჯონსონის ოფისში.  ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ჯონსონს უთხრა, რომ ჩინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად.  „სი ძინპინმა გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრინციპული პოზიცია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შექმნას პოლიტიკური საფუძვლები უკრაინის საკითხის გადასაჭრელად, ასევე უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ჩინეთი მზადაა ამ საკითხთან მიმართებით, კონსტრუქციული როლი შეარულოს“, - ნათქვანია გავრცელებულ ინფორმაციაში.  შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინი გააფრთხილა, რომ თუ სანქცირებულ რუსულ ბიზნესს დაეხმარება პასუხს აგებს.  18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთიის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს მატერიალურად დაეხმარება.      ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიმართა. იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV. მისივე ცნობით, ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს გამოჯანმრთელება უსურვა. ბოლო ვირტუალური სამიტიდან ოთხი თვის შემდეგ, პრეზიდენტებს შორის ეს პირველი საჯარო კონტაქტია. აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობები, მათ შორის ტაივანისა და უკრაინის საკითხების გამო კვლავ გაუარესდა. ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა „მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა თანაგრძნობა და სწრაფი გამოჯანმრთელება გისურვოთ“, - წერს სი ძინპინი გზავნილში. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. თეთრი სახლის ცნობით, მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და მუშაობას დისტანციურად განაგრძობს.  

ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. „საზოგადოებრივი აზრი არ უნდა დაირღვეს და თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ის მხარე ამას ნათლად დაინახავს", - განუცხადა მან ბაიდენს, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით. სი ძინპინმა ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა CNN წერს, რომ თეთრი სახლის ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, ნაკლებად კონკრეტულია. „ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.  ასევე წაიკითხეთ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს - CNN ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

WSJ: სი ძინპინი პანდემიის შემდეგ, პირველად აზიაში ვიზიტსა და ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს

The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენი ღიაა პირისპირ ვიზიტისთვის, მათ შორის ინდონეზიაში ნოემბერში დაგეგმილი G20-ის ქვეყნების სამიტოს ფარგლებში.  ცნობისთვის ჩინეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 28 ივლისს შედგა და 2 საათი გაგრძელდა. ორი ქვეყნის ლიდერმა დაძაბულ მოლაპარაკებებსა და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.  

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინგს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე განაცხადა. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, ამ დრომდე, ოფიციალურ პრესრელიზებში საუბარი არ იყო. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ბაიდენი ამბობს, რომ სი ძინპინს G20-ის სამიტზე შეხვდება, თუ მას ჩინეთის ლიდერიც დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავის ჩინელ კოლეგას შეხვდება, თუ ის G20-ის მომავალ სამიტს დაესწრება.  ამის შესახებ, Anadolu-ს ცნობით, ბაიდენმა შესაბამის შეკითხვას უპასუხა. „თუ ის იქ იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ მას ვნახავ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.  შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, 14 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.  13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად. ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი G20-ის სამიტი, ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი მიმდინარე თვეს არის დაგეგმილი. დიდი ოცეული აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს. მისი წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. 

ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს უზბეკეთში შეხვდება

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირაში სი ძინპინს, უზბეკეთში შეხვდება.  კრემლი: პუტინი და სი ძინპინი ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შედგება, სადაც 15-16 სექტემბერს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი უნდა გაიმართოს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს „ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამისათვის", - ამის შესახებ ჩინეთში რუსეთის ელჩმა, ანდრეი დენისოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.  ორი ლიდერის ბოლო შეხვედრა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა.   

თოყაევმა და სი ძინპინმა სტრატეგიული თანამშროლობის საკითხები განიხილეს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, დღეს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა, რომელიც ყაზახეთში ოფციალური ვიზიტით იმყოფება.  ყაზახეთისა და ჩინეთის ლიდერებმა სტრატეგული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილლეს. იგეგმება რიგი ხელშეკრულებების გაფორმება.   სი ძინპინმა მანამდე განაცხადა, რომ მზადაა „ჩინეთ-ყაზახური ურთიერთობების ტრადიცია“ გააგრძელოს.  „გავაგრძელებთ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნების ფუნდამენტურ ინტერესებთან და ძირითად საზრუნავებთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა გავაძლიეროთ ჩინეთ-ყაზახეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველი“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.  

სი ძინპინმა და პუტინმა პირველი შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას ესმის, სი ძინპინს აქვს კითხვები და შეშფოთება უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ შეაქო ჩინეთის ლიდერი, მისი თქმით, კონფლიქტთან დაკავშირებით „დაბალანსებული პოზიციისთვის“. ომის დაწყების შემდეგ, პირველ პირისპირ შეხვედრაზე, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია „ძველ მეგობართან“ შეხვედრით. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას „უკრაინის კრიზისთან“ დაკავშირებით; გვესმის თქვენი კითხვები და შეშფოთება ამ კუთხით და დღევანდელი შეხვედრის დროს. რა თქმა უნდა, დეტალურად განვმარტავ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ადრეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა თავის მხრივ, პუტინმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ ჩინეთმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაგმობისგან თავი შეიკავა და მას  არც შეჭრას უწოდებს. თუმცა პეკინი შეშფოთებულია გლობალურ ეკონომიკაზე გავლენით და არ უწევს მატერიალური მხარდაჭერას რუსეთს, რამაც შეიძლება, ჩინეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები გამოიწვიოს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთთან ერთად, მსოფლიო მდგრადი განვითარების გზაზე დააყენოს. ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN „მზად ვართ, რუს კოლეგებთან ერთად, ვიყოთ მაგალითი და ვითამაშოთ წამყვანი როლი, რომ ასეთი სწრაფად ცვალებადი მსოფლიო მდგრადი და პოზიტიური განვითარების ტრაექტორიით წავიყვანოთ“, - განაცხადა სი ძინპინმა.  

ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN

ჯერჯერობით, ორი ავტორიტარული ძალა ვერ მიუახლოვდა მათ სასარგებლოდ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას. ექსპერტების თქმით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინში, დასავლეთის ეფექტიანობა განამტკიცა. ამ შინაარსის სტატიას CNN აქვეყნებს. „მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შედეგის პროგნოზირება, ომში რუსეთის დამარცხების პერსპექტივაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პეკინი შეშფოთდეს. რუსეთის უკუსვლა უკრაინაში, უკვე იწვევს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეაქციას მოსკოვში და სრულმა დამარცხებამ შესაძლოა, კრემლში პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ თავის ტკივილად იქცევა ჩინეთისთვის. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, სი ძინ პინი პუტინს 38-ჯერ შეხვდა - ორჯერ მეტჯერ, ვიდრე შეხვედრია მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ლიდერს. არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთს ძლიერი პუტინის გარეშე ექნება ისეთივე სურვილი, რომ პეკინთან „უსაზღვრო“ მეგობრობა განაგრძოს; უარეს შემთხვევაში, ის შესაძლოა, უფრო მეგობრული გახდეს დასავლეთის მიმართ, რაც ზრდის ჩინეთის ხანგრძლივ შიშებს აშშ-ის გეოპოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით“, - წერს CNN. 200 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, სი ძინპინი და პუტინი კვლავ შეხვდებიან რეგიონულ სამიტზე, ქალაქ სამარყანდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ უზბეკეთში. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არა ისე, როგორც ჩინეთს ან რუსეთს შეეძლო, ეწინასწარმეტყველა. პეკინში სი ძინპინთან შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ და ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ის სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ, რუსეთი გამარჯვებისგან შორს არის. მისი ძალები ამოწურულია, დემორალიზებულია და გარბის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც თვეების განმავლობაში იყო ოკუპირებული. შედეგად, დამარცხებული რუსეთი გააძლიერებს დასავლეთს და გახდება ნაკლებად სასარგებლო და საიმედო აქტივი დიდი ძალების კონკურენციაში აშშ-სთან“, - წერს CNN. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ცენტრალური აზიის ლიდერები შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთი მათ მიწაზეც შეიჭრება. ყახაზეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და მისმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საჯაროდ თქვა უარი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში, რამაც კრემლის ზოგიერთი ოფიციალური პირი განარისხა. ფოტო - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა. კურტ ვოლკერი: რუსეთი მარცხდება, ამას სხვა ქვეყნებიც შეამჩნევენ და მათ მიდგომებშიც მეტ სიცხადეს ვნახავთ ცნობისთვის, ბოლოს, როცა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ დასხდნენ, მათ საერთაშორისო ურთიერთობებში „ახალი ეპოქის“ შესახებ ტრიუმფალურად განაცხადეს. პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასავლეთის ბოიკოტისა და უკრაინაში მოსალოდნელი კრიზისის ფონზე, მსოფლიოს ორმა ყველაზე ძლიერმა ავტოკრატმა ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს, რომლის თანახმად, ის უკეთესად მოერგებოდა მათი ერების ინტერესებს, რაც თავის მხრივ, დასავლეთის დომინირებას გამორიცხავდა. 5000-სიტყვიან ერთობლივ განცხადებაში, ორი ლიდერი „საზღვრების გარეშე“ მეგობრობის შესახებ იწყებოდა და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კრიტიკით გამოდიოდა.

სი ძინპინი თოყაევს: ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა.აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს სი ძინპინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. ამაზე მიუთითა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც. მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები. სი ძინ პინმა და თოყაევმა შეაქეს ორმხრივი 30-წლიანი ურთიერთობა, ვიზიტის აღწერისას კი, თოყაევმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩინურ ენაზე, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი  „ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის მაღალი დონის გზავნილია", - წერს ყაზახური მედია. „სიმბოლურია, რომ თქვენი ვიზიტი ამ საიუბილეო ეტაპს დაემთხვა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის“, - ციტირებს თოყაევის სიტყვებს ყაზახური მედია. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად და ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ძალის ჩარევას თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - განუცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა თოყაევს.  სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ჩინეთი იზიარებენ მუდმივ სტრატეგიულ პარტნიორობას. ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, ჩინეთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 22,6 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის შვიდ თვეში 13,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს 38,3 პროცენტით მეტია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ექსპორტის 52 პროცენტიანი ზრდით, ძირითადად მინერალური პროდუქტების, საწვავის და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტით. ექსპერტების აზრით, პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ პირველი ვიზიტისას, სი ძინპინის მიერ ყაზახეთის არჩევა შემთხვევითი არ არის. 

ინდოეთის პრემიერი პუტინს: დღევანდელი ეპოქა ომის ეპოქა არ არის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ახლა ომის დრო არ არის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მე ვიცი, რომ დღევანდელი ეპოქა არ არის ომის ეპოქა და მე ვისაუბრე თქვენთან ტელეფონით ამის შესახებ”, - განუცხადა მოდიმ პუტინს უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში. პუტინის თქმით, მას ესმის, რომ ინდოეთის ლიდერი უკრაინასთან დაკავშირებით შეშფოთებული, მაგრამ მოსკოვი ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, უკრაინამ თქვა უარი მოლაპარაკებებზე. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სამარყანდში - ვინ მონაწილეობს და რა მიზნები აქვთ უკრაინა არ იღებს რუსეთთან „სამშვიდობო“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს და დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს. „ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 11 სექტემბერს განაცხადა. „საიდუმლოს გაგანდობთ, ბელორუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს, რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ასეთი ვარიანტი უკვე შეუძლებელია. ახლა უკრაინა ითხოვს დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას“, – აღნიშნავდა ოლექსი რეზნიკოვი. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დღეებში უკრაინას მოლაპარაკებების განახლების წინადადებით მიმართეს. კიევმა უარი თქვა. ამის შესახებ კი უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ 14სექტემბერს განაცხადა. დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს სტეფანიშინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც სამხედრო მიზნებს მიაღწევს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩემი პრინციპია - არ ველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს პოლიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დროებით ოკუპირებული დონბასი და ყირიმი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდება. მან ევროპას რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენაც მოუწოდა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 8500 კვ. კმ-ზე მეტი დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სი ძინპინის თქმით, ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე

ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში მას შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.  ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს.  

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მესამე ვადით გახდა. სი ძინპინი 5 წლის ვადით აირჩიეს. მედია წერს, რომ მან ახალი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი წარადგინა, რომელიც მისადმი ლოიალურად განწყობილი მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. სი ძინპისის თქმით, ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი. „40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისკენ მიმართული დაუცხრომელი ძალისხმევის შემდეგ, შევქმენით ორი სასწაული - სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა”, - განაცხადა სი ძინპინმა და ამავე გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისათვის, მაგრამ ასევე მზად არის, გამოიყენოს ძალა საჭიროების შემთხვევაში.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა

Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.  Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცი და სი ძინპინი შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ.  ვიზიტამდე გერმანიის კანცლერმა Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკების მთავარი თემა გერმანიასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალური სასურსათო კრიზისი და კლიმატის ცვლილება იქნება.  გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.   

ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტისას ტაივანის საკითხზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერი და ჩინეთის პრეზიდენტი პირობას დებენ, რომ გლობალური მშვიდობისთვის იმუშავებენ. ამის შესახებ Anadolu წერს. შოლცი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პეკინს მას შემდეგ ეწვია, რაც სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამედ აირჩიეს. ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია კანცლერის რანგში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოლცის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას და გააღრმავებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ასევე შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, ორმხრივი კავშირების გაძლიერება , დაგეგმონ. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აჩვენებს, რომ ვიდრე მხარეები ერთმანეთის პატივისცემის პრინციპებს იცავენ, ეძებენ საერთო ბაზისებს განსხვავებების მიუხედავად და განაგრძობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, ორმხრივი კავშირები მთლიანობაში სწორი მიმართულებით გაგრძელდება და სტაბილური პროგრესი მიიღწევა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს თავის მხრივ, Reuters-ის ცნობით, დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ მან ტაივანის საკითხი წამოჭრა. „აშშ-ს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. მაგრამ მე თანაბრად მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტაივანის სტატუს კვოს ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მშვიდობიანი ან ურთიერთშეთანხმებით“, - განაცხადა შოლცმა. „ისტორიული ინფლაციისა და გერმანიაში მოსალოდნელი რეცესიის ფონზე, შოლცი შეეცდება, ხაზი გაუსვას ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. მის ვიზიტს ევროკავშირისა და გერმანიის სამთავრობო კოალიციის შიგნით, ძირითადად მწვანეთა პარტიისა და ლიბერალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა“, - წერს Reuters-ი.

სი ძინპინი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას გეგმავს

ჩინეთი, მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ჯარის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას აპირებს. მედიის ცნობით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ამის შესახებ Reuters-ი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება. „ჩინეთი გააძლიერებს თავისი არმიის წვრთნასა და მომზადებას ნებისმიერი ომისთვის“, - განაცხადა სი ძინპინმა. ლიეტუვის სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი მისივე თქმით, „ჩინეთის უსაფრთხოება სულ უფრო გაურკვეველი და არასტაბილური ხდება“. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის  

ჯო ბაიდენი სი ძინპინს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. ამჟამად აშშ-ჩინეთის ურთიერთობა არის განვითარების ეტაპზე და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ მასზე… როგორც ორი ძირითადი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრზო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. როგორც ორი დიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრძო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ღიად ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ჩინეთი და აშშ უძლიერესი სახელმწიფოები არიან, რუსეთი მხოლოდ მესამეა

მსოფლიოს სტაბილურობისთვის საჭიროა, რომ ორი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი ხვდებოდეს ერთმანეთს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ჩინეთის და აშშ-ის ლიდერების შეხვედრას Europetime-თან აფასებს. ანალიტიკოსი, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, პეკინის უფრო მკვეთრი პოზიციის გამოხატვას იმ შემთხვევაში ელის, თუ დაინახავს, რომ რუსეთი „შეუქცევადად სუსტდება“. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ერთია, რას ამბობს, სი ძინპინი საჯაროდ, აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ და მეორეა, რას ეუბნება რუსებს, არასაჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. ეს მართლაც საინტერესოა. ფაქტია, რომ ეს ორი სახელმწიფო (ჩინეთი და აშშ, რედ.) უძლიერესია მსოფლიოში. რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მესამეა. ეს ცხადია. ჩინეთი მოვლენათა განვითარებას ელოდება უკრაინაში. თუ დაინახა, რომ რუსეთი შეუქცევადად სუსტდება და დამარცხებისკენ მიდის, რა თქმა უნდა, მაშინ გადაიხრება დასავლეთთან უფრო მეტად თანამშრომლობისთვის. ამ მხრივ, სი ძინპინის განცხადებები ინდიკატორია, თუ როგორ უყურებს ჩინეთი რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. თუ რუსეთის საქმე გაუარესდა მათი აზრით, რა თქმა უნდა, განცხადებები იქნება უფრო შემრიგებლური დასავლეთთან მიმართებით, თუ არა - შეგვიძლია, ვისმჯელოთ მათი განცხადებების ტონით“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე. რით აიხსნება ის, რომ ჩინეთი არ ჩქარობს ომზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი არ ჩქარობს, რადგან არ სურს ღია კონფრონტაციაში ვინმესთან შესვლა. „ეს არ სჭირდება. თუ აშკარა გახდება, რომ რუსეთი საბოლოოდ წავიდა წაგებისკენ უკრაინაში, ალბათ, უნდა ველოდოთ უფრო ფრთხილ განცხადებებს დასავლეთთან მიმართებით და უფრო მკაცრს - რუსეთთან მიმართებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩინეთი რუსეთს ფარულად მაინც ეხმარება, რადგან რუსეთის უკიდურესი დასუსტება ნიშნავს, რომ ჩინეთი ერთი-ერთზე აღმოჩნდება დასავლეთთან. ამიტომაც, ალბათ, არ აწყობს რუსეთის დამარცხება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.  სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი დიდი ოცეულის სამიტზე მისი არჩასვლაც სისუსტედ აღიქმება? ამ შეკითხვის საპასუხოდ, თორკინე შარაშენიძე ამბობს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის არჩასვლა, გასაგებია, რადგან ის ყოველთვის ერიდება გამოჩენას ისეთ ფორუმებზე, როდესაც რუსეთის პოზიციები დასუსტებულია. „ეს შეხვედრა რომ მაისში ყოფილიყო, ჩავიდოდა, რადგან რუსეთს მაშინ რაღაც „წარმატებები“ ჰქონდა უკრაინის ფრონტზე. როდესაც წარუმატებლობის პერიოდი აქვს, ყველგან ლავროვს გზავნის. ასე იყო მაგალითად, სტამბოლში, NATO-ს სამიტზე, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე, ბულგარეთი და რუმინეთი მიიღეს NATO-ში. მაშინაც ლავროვი გაუშვა სამიტზე და თვითონ არ წავიდა“, - განუცახად Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრა ინდონეზიაში, ბალიზე, 14 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართეს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კონკურენცია, კონფლიქტში არ უნდა გადაუზარდოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა მართონ ეს კონკურენცია პასუხისმგებლობით, ამასთან, შეინარჩუნონ კომუნიკაციის ღია ხაზები. ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა იმუშაონ ტრანსნაციონალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გლობალური მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის უსაფრთხოება და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, რასაც მისი თქმით, მოელის საერთაშორისო საზოგადოება. ბაიდენმა გამოთქვა შეშფოთება სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო. ტაივანთან დაკავშირებით , აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ერთიანი ჩინეთის პოლიტიკა არ შეცვლილა. ორმა ლიდერმა აზრები გაცვალა მთავარ რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა წამოწია ისეთი საკითხი, როგორიცაა, „რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ“. პრეზიდენტებმა გაიმეროეს თავიანთი პოზიცია, რომ ბირთვული ომი მომგებიანი ვერ იქნება. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ჩინეთს, დისკუსიების გაგრძელების მიზნით ეწვევა. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა თავის მხრივ, ჩინური მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ქვეყნები უნდა გაუმკლავდნენ უპრეცედენტო გამოწვევებს და გამოიყენონ უპრეცედენტო შესაძლებლობები. მისივე თქმით, ჩინეთისა და შეერთებული შტატების წარმატებები ერთმანეთისთვის შესაძლებლობებია და არა გამოწვევები. „სამყარო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანა განვითარდეს და აყვავდეს. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ერთმანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული ზრახვების სწორი აღქმა. ურთიერთქმედება უნდა განისაზღვროს დიალოგით და მომგებიანი თანამშრომლობით და არა დაპირისპირებით“, - განაცხადა სი ძინპინმა.  ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და საუდის არაბეთმა სტრატეგიული ურთიერთნდობა გააძლიერეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ და საუდის არაბეთმა „გააძლიერეს სტრატეგიული ურთიერთნდობა“. სი ძინპინი რიადში ჩავიდა ჩინეთი-არაბული სახელმწიფოების პირველ სამიტზე დასასწრებად. სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მიწვევით განახორციელებს. „ვიზიტის დროს „აზრების სიღრმისეულ გაცვლა“ მოხდება. სი ძინპინი მეფე სალმანთან და მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს, რათა ერთობლივად დასახონ ჩინეთ-საუდის ურთიერთობების კურსი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთ-არაბული ქვეყნების პირველ სამიტსა და ჩინეთი-ყურის თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობას და ლიდერებთან მუშაობას, რათა ჩინეთის ურთიერთობები ქვეყნებთან ახალ სიმაღლეზე მიიყვანოს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.  ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი სამი თვის შემდეგ ხორციელდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია ერ-რიადს ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ომით უკრაინასთან. სი ძინპინის ბოლო ვიზიტი საუდის არაბეთში 2016 წელს შეგდა.  

სი ძინპინმა დიმიტრი მედვედევთან უკრაინის საკითხი განიხილა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, მოულოდნელი ვიზიტით პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შესახვედრად ჩავიდა. როგორც ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო xinhua იტყობინება, ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და პრობლემებს პოლიტიკური გზით მოაგვარებს. „ჩვენ განვიხილეთ ორ მმართველ პარტიას ჩინეთის კომუნისტური პარტიასა და ერთიან რუსეთს შორის ურთიერთქმედების საკითხები. განვიხილეთ ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები ყველა სფეროში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველია ეკონომიკა, ინდუსტრიული თანამშრომლობა და მრავალი სხვა. განიხილეთ საერთაშორისო საკითხები, მათ შორის უკრაინის კონფლიქტი“, - განაცხადა მედვედევმა Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის 300 დღის განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლება არაერთხელ მოუწოდებდა მხარეებს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ.  

რა საკითხები განიხილეს სი ძინპინმა და პუტინმა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გზა „გლუვი“არ იქნება და რომ ჩინეთი გააგრძელებს ამ საკითხზე „ობიექტური და სამართლიანი პოზიციის“ შენარჩუნებას. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პუტინმა და სი ძინ პინმა შეხვედრა ვიდეოხიდის საშუალებით გამართეს. ჩინური მხარის ცნობით, სი ძი პინმა აღნიშნა, რომ პეკინმა და მოსკოვმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე და ხაზი გაუსვა რუსეთის მზადყოფნას, ჩაერთოს მოლაპარაკებებში უკრაინასთან დაკავშირებით. რუსული ტელევიზიის თანახმად, პუტინმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავს ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, მაგრამ ჩინეთის ტელევიზია CCTV-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ არაფერი თქმულა.  ვლადიმერ პუტინი სი ძინ პინის ოფიციალურ ვიზიტს მოსკოვში, გაზაფხულისთვის ელოდება. მისი თქმით, ვიზიტისას ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. „ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ გლობალური პარტნიორები ჩვენი ქვეყნების ხალხის საკეთილდღეოდ და მსოფლიო სტაბილურობისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა. ორი ავტორიტარული ძალა მსოფლიო წესრიგს მათ სასარგებლოდ ვერ აყალიბებს - CNN  

სი ძინპინი ცდილობს, რუსეთის სრულფასოვანი მხარდაჭერისგან დისტანცირდეს - მედია

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ცდილობს, რუსეთის სრულფასოვანი მხარდაჭერისგან დისტანცირება მოახდინოს, რადგან მას არ სურს ომში დამარცხებული მხარის პოზიცია დაიკავოს. ამის შესახებ Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი. სტატიის თანახმად, ჩინეთი სიამოვნებით აწარმოებდა რუსეთთან ვაჭრობას ხელსაყრელი პირობებით, ხოლო რუსეთის ფედერაცია თანდათან კარგავს წვდომას დასავლეთის ბაზრებზე. ამავდროულად, პეკინი იქცა კრემლის იმპორტის უდიდეს წყაროდ, განსაკუთრებით ნახევარგამტარებისთვის, რომლებიც რუსეთს სჭირდება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ტექნიკის წარმოებისთვის. „პეკინს შეუძლია, იგივე როლი შეასრულოს რუსეთისთვის, რასაც შეერთებული შტატები თამაშობს უკრაინისთვის. თუ ეს მოხდებოდა, რუსეთის გამარჯვების შანსები ექსპონენტურად გაიზრდებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.

ლუკაშენკომ და სი ძინპინმა პეკინში ერთობლივი განცხადება მიიღეს

პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი ჩინეთსა და ბელორუსს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ძირითადი პრინციპებს შეეხება.  უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება. ლუკაშენკომ სი ძინპინს განუცხადა, რომ „დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს ძალიან რთულ დროს, რომელიც მოითხოვს ახალ, არასტანდარტულ მიდგომებს და პასუხისმგებლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“. უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ამ გზით ბელორუსის მმართველმა მხარი დაუჭირა პეკინის ინიციატივას – უკრაინაში ომის დარეგულირების მიზნით „სამშვიდობო გეგმას“, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 თებერვალს გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ლუკაშენკომ მოუწოდა ჩინურ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისკენ მანქანათმშენებლობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საქმეში. კერძოდ, მან შესთავაზა „საერთო საწარმოების დაარსება მანქანათმშენებლობის, ელექტრო ტრანსპორტის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების წარმოებაში როგორც ბელორუსში, ასევე ჩინეთში“. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პროდუქცია ორმაგი დანიშნულებისაა და შეიძლება, თავდაცვის ინდუსტრიაშიც გამოიყენებოდეს. ლუკაშენკო 28 თებერვლიდან 2 მარტამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.  

ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო

სი ძინპინი კვლავ ჩინეთის პრეზიდენტად აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. ჩინეთის ისტორიაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მესამე ხუთწლიანი ვადით არჩევა უპრეცედენტოა. კენჭისყრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) 3 000-მდე წევრმა 69 წლის სი ძინპინი ერთხმად აირჩია. ელექტრონული დათვლა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციისთვის, სი ძინპინმა ჩინეთში პრეზიდენტობის ორვადიანი ლიმიტი 2018 წელს გააუქმა.  

WSJ: სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი  მოსკოვში ჩასვლას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს იტყობინება Wall Street Journal - ი წყაროზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ეს შეხვედრა იქნება მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ბიძგის ნაწილი, რადგან პეკინი აცხადებს, რომ მას სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში. წყაროების თქმით, ვიზიტისთვის მზადება საწყის ეტაპზეა და მისი დრო ჯერ დადგენილი არ არის. მრავალი ცნობის თანახმად, ვაშინგტონის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ადრე, 4 თებერვალს, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთის არმიას სამხედრო საშუალებები მიაწოდა.  

Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირას გეგმავს რუსეთში ჩასვლას, რათა თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. იტყობინება Reuters 13 მარტს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით. თებერვლის ბოლოს Wall Street Journal-მა დაწერა, რომ სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში შესაძლოა, აპრილში ან მაისის დასაწყისში განხორციელებულიყო. ეს შეხვედრა იქნება მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ბიძგის ნაწილი, რადგან პეკინი აცხადებს, რომ მას სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში. 24 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი განცხადება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი პეკინის პოზიცია „პოლიტიკური მოგვარების“ მიღწევის შესახებ, რათა გადაიჭრას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. „სამშვიდობო გეგმა“ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც აცხადებს, რომ ეს გეგმა სავარაუდოდ, მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთის წინადადებას სამშვიდობო გეგმად არ განიხილავს. მრავალი ცნობის თანახმად, ვაშინგტონის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ადრე, 4 თებერვალს, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთის არმიას სამხედრო საშუალებები მიაწოდა. WSJ: სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 10 მარტს აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.  

ჯო ბაიდენი სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მალე გამართავს მოლაპარაკებას თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან. მანამდე, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ორი ლიდერი ბოლოს ბალიში, ინდონეზიაში, 2022 წლის ნოემბერში შეხვდა. ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ თვეში აშშ-ის F-22 ტიპის გამანადგურებელმა „ჩინური სადაზვერვო“ ბუშტი ჩამოაგდო გარდა ამისა, ცნობებმა იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს, უფრო დაძაბულობა გაზარდა. Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ ფორმატში შეხვედრას გეგმავს. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 10 მარტს აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.  

პეკინს და მოსკოვს სი ძინპინის ვიზიტისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ - BBC

სი ძინპინი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელმაც პუტინს ხელს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პეკინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადებები შეისწავლა BBC-ის სტატიის თანხმად, რუსეთში სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება უკიდურესად სენსიტიურ დროს, როდესაც კრემლი ცდილობს, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს ჩინეთისგან მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები უკრაინაში შეიჭრნენ.  თუმცა, თუ ვიმსჯელებთ იმ წერილობითი განცხადებებიდან, რომლებიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა პუტინმა, მათი ქვეყნების სახელმწიფო მედიასაშუალებებით გამოაქვეყნეს, არსებობს გარკვეული განსხვავებები, თუ რისი მიღწევა სურთ პეკინს და მოსკოვს, - წერს ბრიტანული მედია.  „პუტინს, რა თქმა უნდა სურს, აჩვენოს, რომ პეკინი მისი შეჭრის სრული მხარდამჭერია, თუმცა, პეკინს ორი მიზანი აქვს. უპირველეს ყოვლისა, კრემლთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ჩინეთის მიზეზები უკრაინის ომს სცილდება. უპირველეს ყოვლისა, ორივე ქვეყანა იზიარებს საზღვარს 4300 კმ-ით, რაც დაახლოებით ევროპის სიგანის ექვივალენტურია - ამდენად, პეკინს სურს ამ ურთიერთობის სტაბილიზაცია. მეორეც, სი ძინპინმა ირანისა და საუდის არაბეთის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მიზნით შუამავლის როლის შესრულებით, ახლახან მოიპოვა უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება. მას შესაძლოა, სურდეს გამოიყენოს ეს იმპულსი რუსეთსა და უკრაინას შორის მედიაციის შესაძლებლობის მოსაძებნად“, - წერს BBC. რა თქვა სი ძინპინმა მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს ექნება რუსი ხალხის მხარდაჭერა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს მას. „დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ იმპულსს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს AFP. მან რუსეთს და ჩინეთ შორის პარტნიორობას სანდო უწოდა. მისი ვიზიტის პარალელურად მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს. მანვე დასავლეთი გააკრიტიკა ასეთი ეჭვების არსებობის გამო. პუტინი ამბობს, რომ ის განიხილავს ჩინეთის წინადადებებს უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კრემლში გადაღებული ვიდეოკადრები, რომლის თანახმად, პუტინი თავის ჩინელ კოლეგას ესაუბრება: „ძვირფასო მეგობარო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“. „მე ვიცი, რომ თქვენ პირადად და ყველა ჩვენი ჩინელი მეგობარი... სამართლიანად და დაბალანსებულად უყურებთ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს“, - განაგრძობს პუტინი. „ჩინეთმა ბოლო წლებში კოლოსალური ნახტომი განიცახდა მისი განვითარების კუთხით. ეს იწვევს ნამდვილ ინტერესს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ცოტა შურსაც კი ვგრძნობთ“, - აღნიშნა პუტინმა. თავის მხრივ, სი ძინპინი ამბობს: ჩვენ უნდა გქონდეს მჭიდრო ურთიერთობა“. აქვე, მან რუსეთის ლიდერი შეაქო „ძლიერი ლიდერობისთვის“, რომელმაც მისი თქმით, რუსეთს აყვავების საშუალებას მისცა. დიდი ბრიტანეთი და უკრაინა მოუწოდებენ პეკინს, დაასრულოს ომი გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის მთავრობებმა მოუწოდეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი რუსეთში, მეზობელ უკრაინაში ომის დასასრულებლად. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ სი ძინპინის მოგზაურობას ახლოდან აკვირდებიან. ანალოგიურად, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს ბერკეტები და მოუწოდოს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება

სი ძინპინი მოსკოვში: დარწმუნებული ვარ, რუსეთი პუტინს 2024 წელს ხელახლა აირჩევს

ჩინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს ექნება რუსი ხალხის მხარდაჭერა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს მას. „თქვენი ძლიერი ხელმძღვანელობის შედეგად, რუსეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მტკიცედ დაგიჭერთ მხარს თქვენს კარგ საქმეში“, - განაცხადა სი ძინპინმა. დარწმუნებული ვარ, რუსი ხალხი მტკიცედ დაგიჭერთ მხარს თქვენს კეთილ საქმეში“. სი ძინპინი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელმაც პუტინს ხელს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. პეკინს და მოსკოვს სი ძინპინის ვიზიტისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ - BBC „დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ იმპულსს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს AFP. მან რუსეთს და ჩინეთ შორის პარტნიორობას სანდო უწოდა.  

პუტინისთვის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტი სი ძინპინმა მიიწვია

BBC-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი წელს ჩინეთში ვიზიტით მიიწვია. სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს გუშინ ვახშამზე უმასპინძლა. „გუშინ მე მოვიწვიე პრეზიდენტი პუტინი, რომ ეწვიოს ჩინეთს წელს მისთვის ხელსაყრელ დროს“, - განაცხადა სი ძინპინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. მან პეკინს და მოსკოვს „დიდი მეზობელი სახელმწიფოები" და "სტრატეგიული პარტნიორები"  უწოდა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოსთვის არის სავალდებულო. ჩინეთს ამ წესდებაზე არ აქვს ხელი მოწერილი. პირველი იყო გერმანია, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მას დააკავებენ.  

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი დიალოგს უჭერს მხარს და ისტორიის სწორ მხარეს დგას

რუსეთში სი ძინპინის ვიზიტის მეორე დღეს ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართა. ჩინეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის გეგმა შეიძლება, მშვიდობიანი დარეგულირების საფუძველი იყოს, როდესაც დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან. პუტინი სი ძინპინს მეგობარს, ყველა გამართულ დისკუსიას კი წარმატებულს უწოდებს. „რა თქმა უნდა, უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ვთვლით, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და სამშვიდობო დარეგულირების საფუძვლად შეიძლება, იყოს მიღებული, როდესაც ამისთვის დასავლეთში და კიევში იქნებიან მზად. თუმცა მათი მხრიდან ასეთ მზაობას ჯერ ვერ ვხედავთ”, - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პეკინი „უკრაინის სიტუაციაში მშვიდობასა და დიალოგს უჭერს მხარს და პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას“. სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით 20 მარტს ჩავიდა. მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა. ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინი პეკინშიც მიიწვია. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სი ძინპინსა და ზელენსკის შორის საუბრის დაგეგმვის შესახებ.

სი ძინპინი ამბობს, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება - მედია

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის თავის ქვეყანას მომავალი ომისთვის ამზადებს და მისი სიტყვები სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs-ი წერს. სი ძინპინმა სამთავრობო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგდა გასული ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ მალე გაიზრდება კიდევ 7.2%-ით. გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში ოფიციალურმა პეკინმა მიიღო ახალი კანონები სამხედრო მზადყოფნის შესახებ, კერძოდ, საუბარი იყო ტაივანის სრუტის მიმართულებით ახალი ბომბთავშესაფრების აშენებაზე. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქმნება „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ოფისები. სი ძინპინმა 2022 წლის სექტემბერშიც განაცხადა, რომ აუცილებელია კონცეტრირება ომისთვის მზადებაზე.  

ზელენსკი სი ძინპინს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. თავის მხრივ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინისა და ჩინეთის ლიდერებს შორის საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა. „ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს ლიდერებს შორის პირველი მოლაპარაკება იყო. უფრო ადრე, სი ძინპინი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა.  

ზელენსკი სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: შეუძლებელია მშვიდობის მიღწევა ტერიტორიული დათმობების ხარჯზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რა საკითხები განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს. მისი თქმით, ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დაეთმო. „უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, თავდაცვის განუყოფელ უფლებას ვიყენებთ. მშვიდობა სამართლიანი და მყარი უნდა იყოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და გაეროს ქარტიას უნდა ეყრდნობოდეს. არანაირი მშვიდობა არ შეიძლება, იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის საზღვრებში უნდა აღდგეს”, - წერია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ-ჩინური პარტნიორობის გამყარების გზებიც განიხილეს, ვინაიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ჩინეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.  

სი ძინპინმა პუტინს 9 მაისი ისევ არ მიულოცა - მედია

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 9 მაისი კვლავ არ მიულოცა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ სი ძინპინმა პუტინს 9 მაისს, მილოცვის შეტყობინება გაუგზავნა. არაფერს წერს ჩინური მედიაც. სი ძინპინის ბოლო გზავნილი უცხოელი კოლეგებისადმი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იძებნება, სამძიმრის წერილია, რომელიც რუანდის პრეზიდენტს, ქვეყანაში ძლიერი წვიმის შედეგებთან დაკავშირებით გაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მსგავსი მილოცვები ჩინეთიდან არცგასულ წელს მიუღია პუტინს.  

სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg

სი ძინპინმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებში ახალი ეპოქის დასაწყისი დააანონსა ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტს სადირ ჯაფაროვს, ტაჯიკეთის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს, თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს და უზბეკეთის პრეზიდენტს, შავქათ მირზიოევს, ჩინეთის პრეზიდენტმა ბანკეტზე უმასპინძლა. ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, სი ძინპინმა წვეულებაზე შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა. მისასალმებელ სიტყვაში, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ათასწლეულების განმავლობაში ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ხალხი ავსებდა და სწავლობდა ერთმანეთს, შექმნეს უძველესი აბრეშუმის გზის დიდება და დაწერეს შესანიშნავი თავი ცივილიზაციათაშორისი გაცვლის ისტორიაში. „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ჩინეთმა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მიაღწიეს შთამბეჭდავ შედეგებს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიოზე. მიუხედავად საერთაშორისო ლანდშაფტის ცვლილებებისა, ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ყოველთვის პატივს სცემდნენ ერთმანეთს, სარგებლობდნენ კეთილმეზობლობით და მუშაობდნენ პარტნიორობითა და სოლიდარობით ორმხრივი სარგებლობისთვის. მათი ურთიერთობები კეთილმეზობლობიდან გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობამდე, შემდეგ კი საზოგადოებაში, რომელსაც აქვს საერთო მომავალი, მიაღწია ისტორიული ნახტომის განვითარებას, პოზიტიური ენერგია შეაქვს რეგიონული მშვიდობისა და განვითარების წინსვლაში. ახალი წვლილი შეაქვს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების მშენებლობაში. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთ-ცენტრალური აზიის თანამშრომლობის გაღრმავება არის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გაკეთებულია ამ თაობის ლიდერების მიერ მომავალზე ორიენტირებული ხედვით, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს გაბატონებულ ტენდენციას და აკმაყოფილებს ხალხის მოლოდინებს. სი ძინპინი იმედოვნებს, რომ ეს სამიტი ახალ ეპოქას გახსნის ჩინეთ-ცენტრალური აზიის ურთიერთობებისთვის.მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები მიესალმებიან ჩინეთის განვითარების "ექსპრეს მატარებელს", რათა ერთობლივად იბრძოლონ ჩინეთისა და ცენტრალური აზიის თანამშრომლობის კიდევ უფრო ნათელი მომავლისთვის. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბანკეტის შემდეგ, სი ძინპინმა სტუმრებთან ერთად უყურა მხატვრულ სპექტაკლებს ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ხალხების კულტურის, ხელოვნების წლისა და ჩინეთ-ცენტრალური აზიის ახალგაზრდული ხელოვნების ფესტივალის აღსანიშნავად. ჩინეთი მზადაა, დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რეგიონის ლიდერების სამიტზე, რითაც ხაზს უსვამს პეკინის ძალისხმევას, გააღრმაოს თავისი გავლენა, რადგან ექსპანსიონისტი რუსეთი აყენებს უსაფრთხოების ახალ საკითხებს - წერს თავის მხრივ Boomberg-ი სტატიაში სათაურით - სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს. ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ლიდერებმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის სამიტის შემდეგ ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ორმხრივ განცხადებებს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩამოაყალიბა ამბიციური გეგმა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის, რეგიონისკენ, რომელიც ტრადიციულად რუსეთის უკანა ეზოდ აღიქმება, იმ მომენტში, როდესაც მოსკოვი უკრაინის ომზეა კონცეტრირებული. უკვე 19 მაისს, შანხაიში სი ძინპინმა ჩინეთ-ცენტრალური აზიის პირველი სამიტს უმასპინძლა. პრეზიდენტებმა მიმოიხილეს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების ისტორია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. „მომავლის გათვალისწინებით, ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთ-ცენტრალური აზიის საზოგადოებისთვის, რომელსაც აქვს საერთო მომავალი“, - აღნიშნულია ჩინეთის ლიდერის განცხადებაში. მისივე თანახმად, მსოფლიოს სჭირდება სტაბილური ცენტრალური აზია. დაცული უნდა იყოს ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა; პატივი უნდა სცენ მათი ხალხის განვითარების გზების არჩევანს; და მათი ძალისხმევა მშვიდობის, ჰარმონიისა და სიმშვიდისთვის უნდა იყოს მხარდაჭერილი. სი ძინპინის თქმით, მნიშვნელოვანია საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის მიხედვით და მტკიცედ აღვუდგეთ რეგიონის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის გარე მცდელობებს“. ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, პეკინის ვაჭრობამ ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან 2022 წელს 70 მილიარდ დოლარს მიაღწია და 2023 წლის პირველ კვარტალში 22 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთმა, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ რეზერვებში. გასულ კვირას ჩატარებული სამიტი ჩინეთსა და ხუთ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების 31 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. პეკინი ცდილობს, ცენტრალურ აზიაში თავისი პოზიციები გაზარდოს, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, კრემლი დაეყრდნო ჩინეთს, რათა მიიღოს ეკონომიკური მხარდაჭერა დასავლეთის სანქციების ფონზე და ასევე, მოიპოვოს საჭირო დიპლომატიური მხარდაჭერა სუნაკი: ჩინეთი მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევაა  ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

ჩინეთს შეუძლია, რუსეთი რამდენიმე წელიწადში ჩაანაცვლოს და ყაზახეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდეს - Bloomberg

2030 წლისთვის ყაზახეთის ვაჭრობა ჩინეთთან, გადააჭარბებს ვაჭრობას მთელ ევროკავშირთან. რუსეთი ყაზახეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ სანქციებმა ის უკანა პლანზე გადაიყვანა, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში, წერს Bloomberg. ჩინეთი მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთს გაუსწრებს ყაზახეთთან ვაჭრობის კუთხით, განაცხადა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ამასთანავე ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას მისი „მთავარი სავაჭრო პარტნიორების“ წინააღმდეგ, ყაზახეთი არ იქნება ტერიტორია, რომლის გავლითაც სანქციების გვერდის ავლა მოხდება“. ყაზახეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ცნობით, გასულ წელს ჩინეთ-ყაზახეთის ვაჭრობა მესამედით გაიზარდა და 24 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რაც მხოლოდ 2 მილიარდი დოლარით ნაკლებია რუსეთთან ვაჭრობასთან შედარებით.  „სანქციებმა რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება შეაფერხა და ზოგიერთი სანქცირებული რუსული კომპანია ვეღარ ყიდულობს ყაზახურ პროდუქციას, მეტი რუსი მწარმოებელი ირჩევს, ფოკუსირდეს შიდა ბაზარზე“, - აღნიშნა ჟუმანგარინმა. რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობების შემცირების გამო, ყაზახეთი განიხილავს ისეთ ალტერნატივებს, როგორიცაა, ჩინეთი, ირანი, ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, თუმცა ჟუმანგარინის განმარტებით, ჩინეთი რჩება „პრიორიტეტულ დანიშნულების ადგილად". აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ყაზახეთის ლიდერმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, ჩინეთში, ცენტრალური აზიის ლიდერების პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში თოყაევმა მიზნად დაისახაბ, რომ 2030 წლისთვის ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის გაორმაგდეს და 40 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. სი ძინპინი პირობას დებს, რომ გააძლიერებს უსაფრთხოების კავშირებს ცენტრალურ აზიაში, იმ ფონზე, რომ ომი პუტინს ასუსტებს - Bloomberg  

ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც პეკინში იმყოფება ვიზიტით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე, ბლინკენი თავის ორდღიან ვიზიტს ასრულებს. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ სი ძინპინთან შეხვედრა ბლინკენის ვიზიტამდე არ იყო დადასტურებული, აქედან გამომდინარე, დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ეს ფაქტი დადებით ნიშანდ იქნება მიჩნეული, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონსა და პეკინს შორის კარგად მიმდინარეობს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოსალოდნელი შეხედრის შესახებ, მის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა. „მოსალოდნელია, რომ ბლინკენის ვიზიტმა ჩინეთში, შესაძლოა, ბაიდენისა და სი ძინპინის აუდიენციას ნოემბრისთვის, გაუხსნას გზა. ორი მსოფლიო ლიდერი ბოლოს პირადად შეხვდა ბალიში, ინდონეზიაში, გასული წლის ბოლოს G20 სამიტის ფარგლებში“, - წერს CNBC. ვანმა მოუწოდა ვაშინგტონს, უარი თქვას ე.წ. „ჩინეთის საფრთხის თეორიაზე“ და გააუქმოს სანქციები პეკინის წინააღმდეგ. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ  ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთქმედება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, თქვენ უფრო დადებით წვლილს შეიტანთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - მიმართა სი ძინპინმა ბლინკენს.  „ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მიგვიღეთ დღეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა მთხოვა პეკინში გამგზავრება, რადგან მას სჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა მართონ ჩვენი ურთიერთობა. შეერთებული შტატები მზად არის ამის გასაკეთებლად. ეს არის შეერთებული შტატების, ჩინეთის და მსოფლიოს ინტერესებში.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა გულწრფელი და კონსტრუქციული საუბრები სახელმწიფო მრჩეველთან ცინ განთან. ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ასევე გლობალური საკითხების ფართო სპექტრი. ვაფასებ ამ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მომავალი გზა“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა“.   

სი ძინპინი ენტონი ბლინკენს: მსოფლიოს ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტაბილური ურთიერთობა სჭირდება

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა და შეძლებენ თუ არა ჩინეთი და შეერთებულ შტატები ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას, ეს გავლენას ახდენს კაცობრიობის მომავალსა და ბედზე. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინი პატივს სცემს ვაშინგტონის ინტერესებს და ვაშინგტონმაც ანალოგიურად პატივი უნდა სცეს მათ. „ჩინეთი პატივს სცემს შეერთებული შტატების ინტერესებს და არ დაუპირისპირდება მას. ანალოგიურად, შეერთებულმა შტატებმა ასევე პატივი უნდა სცეს ჩინეთს და არ დააზარალოს ჩინეთის ლეგიტიმური უფლებები და ინტერესები“, - განაცხადა სი ძინპინმა. ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა აშშ პეკინისგან იღებს გარანტიას, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ჩინეთს 18 ივნისს ეწვია. ბლინკენი არის აშშ-ის უმაღლესი დონის ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ  ეწვია და პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ვიზიტს ახორციელებს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. „კონსტრუქციული მოლაპარაკებების“ შემდეგ, აშშ და ჩინეთი მომდევნო შეხვედრაზე შეთანხმდნენ  

პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, დიქტატორი უწოდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ბაიდენის განცხადებას წი უძღოდა მოლაპარაკებები პეკინში, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სახელმწიფო მდიფანი, ენტონი ბლინკენი. ეს აუდიენცია სწორედ სდაძაბულობის განმუხტვას ისახავდა მიზნად. „მიზეზი, რის გამოც სი ძინპინი ძალიან განაწყენდა, იყო ის რომ, როდესაც მე ჩამოვაგდე ორი ვაგონი ჯაშუშური აღჭურვილობით სავსე ეს საჰაერო ბურთი,  მან არ იცოდა ამ ბურთის შესახებ. ეს კი დიქტატორებს ძალიან დიდი სირცხვილია,  როცა არ იციან, რა მოხდა“, - განაცხადა ბაიდენმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბაიდენის განცხადებებს „უკიდურესად აბსურდული და უპასუხისმგებლო" უწოდა. ოთხშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერის კომენტარები იყო „ღიად პოლიტიკური პროვოკაცია", რომლებიც დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს“.  

ჩინეთის პრეზიდენტმა „ძველ მეგობარ“ ჰენრი კისინჯერს უმასპინძლა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა „ძველი მეგობარი“ ჰენრი კისინჯერი მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კისინჯერმა ახლახან იზეიმა 100 წლის იუბილე და 100-ზე მეტჯერ ეწვია ჩინეთს. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მის ვიზიტს ამჯერად „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.“ „კიდევ ერთხელ, ჩინეთი და აშშ არიან გზაჯვარედინზე, თუ სად უნდა წავიდნენ აქედან და კიდევ ერთხელ, ორივე მხარემ უნდა გააკეთოს არჩევანი“, - განუცხადა სი ძინპინმა ამერიკელ დიპლომატს. კისინჯერმა მთავარი დიპლომატიური როლი შეასრულა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში 1970-იან წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში. „ჩინელი ხალხი არასოდეს ივიწყებს თავის ძველ მეგობრებს და ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობები ყოველთვის იქნება დაკავშირებული ჰენრი კისინჯერის სახელთან,“ - მიმართა სი ძინპინმა კისინჯერს. Reuters-ი წერს, რომ კისინჯერს ჩინეთში დიდ პატივს სცემენ და ის თანამდებობის დატოვების შემდეგ ჩინეთს რეგულარულად სტუმრობდა. „ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მსოფლიო მშვიდობისა და საზოგადოებათა პროგრესის საკითხია,“ - განაცხადა კისინჯერმა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს Xinhua-ს ცნობით. „შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, შევინარჩუნოთ შანხაის კომუნიკეს საფუძველზე შედგენილი პრინციპები, ვაფასებთ უდიდეს მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს ერთიანი ჩინეთის პრინციპს,“- განაცხადა კისინჯერმა შეხვედრაზე. მისი ვიზიტი ჩინეთში იმ ფონზე იმართება, როდესაც ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა ისტორიულად დაბალ დონეზეა.  

ირაკლი ღარიბაშვილი სი ძინპინს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგტუში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს. მისივე თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას. „ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ღარიბაშვილმა სი ძინპინს „სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. „უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა,“ - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ჩინეთის პროექტი -„ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება  

სი ძინპინი: საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. სი ძინპინის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. „უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა”, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. ჩინეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს შეხვდა. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ჩინეთის პროექტი -„ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება  

ირაკლი ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა, რომ „პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს.“ პრემიერ–მინისტრის თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ასევე მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით დაინტერესებულია. „გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია. ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია! სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება! ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება! პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ივლისის ბოლოს ჩავიდა. შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

სი ძინპინი: ჩინეთი გლობალური განვითარების ინიციატივისთვის $10 მილიარდიან ფონდს შექმნის

ჩინეთი შექმნის $10 მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური მდგრადი განვითარების მიზნებს მოხმარდება. ეს დაპირება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა იოჰანესბურგში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში გასცა. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე შექმნიან ახალ $10-მილიარდიან ფონდს, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივებს განახორციელებს. „ჩინეთმა უზრუნველყო განვითარების დიდი რესურსები. ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები მალე მდგრადი განვითარებისთვის შექმნიან სპეციალურ ფონდს, რომლის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარი იქნება,“  - განაცხადა სი ძინპინმა. BRICS-მა რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, 24 აგვისტოს, გაფართოების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემირო, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან. მედია: BRICS-ის სამიტზე პუტინის ვიდეომიმართვის გახმოვანებული ვერსია გადაიცა BRICS-ში ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ „მშვიდობასა და განვითარებაში." რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია BRICS-ის ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე არ ჩასულა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სამხრეთ აფრიკას კი, მისი დაკავების ვალდებულება ჰქონდა, რადგან რომის სტატუტის მონაწილე მხარეა.  

ვლადიმერ პუტინი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას ჩინეთში სი ძინპინს შეხვდება. პუტინი პეკინში 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ „სარტყლისა და გზის“ ფორუმს დაესწრება. Reuters-ი წერს, რომ ეს იქნება ვლადიმერ პუტინის პირველი ვიზიტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ მას შემდეგ, რაც უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში, მისი დაკავების ორდერი გასცა. შეერთებული შტატები ჩინეთს მეტოქედ და გამოწვევად მიიჩნევს, რუსეთს კი, ველაზე დიდ ნაციონალურ საფრთხედ თვლის. ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი  

ჩინეთი შუა დერეფნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთვება - სი ძინპინი

ჩინეთი „სარტყელი და გზის ინიციატივის მხარდასაჭერად, მრავალგანზომილებიან დაკავშირებადობის ქსელს შექმნის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა 18 ოქტომბერს, პეკინში, საერთაშორისო თანამშრომლობის მესამე ფორუმის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სი ძინპინის ერთ-ერთი ინიციატივა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) განვითარებაში ჩინეთის აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ყაზახეთის პრეზიდენტმა, რომელიც ასევე ჩინეთში იმყოფება, ღონისძიების გახსნისას განაცხადა, რომ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების შესახებ ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ორი სამთავრობათაშორისო შეთანხმება გაფორმდა. ყასიმ ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი მზადაა, გახდეს საიმედო ჰაბი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებისთვის, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ სატრანსპორტო მომსახურებას როგორც მგზავრებისთვის, ასევე, ტვირთისთვის. ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, შუა დერეფანს შეუძლია, ჩინეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების დრო გაანახევროს. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი მრავალი სახელმწიფოსთვის თანამშრომლობის პროექტად ჩამოყალიბდა. ეს სატრანსპორტო არტერია, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას, შეიძლება, გახდეს „ერთი სარტყელისა და ერთი გზის ინიციატივის“ ერთგვარი კონტინენტური ხიდი, რომელიც გაანახევრებს ტვირთის გადაზიდვის დროს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს,“ - განაცხადა თოყაევმა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ეს არარეალისტურია. ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ“... ჰკითხა ჟურნალისტმა ზურაბიშვილს. „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა,“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა. დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ასე, პრეზიდენტი განმარტავს: „იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში.“ ამავე ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი მოლაპარაკებით დასრულდება, ამასთან საჭიროა, რომ რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს. „დიახ. იქნება მოლაპარაკება, რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, რომ დათანხმდეს, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამავე ინტერვიუს დროს დასმულ შეკითხვას - მაშინ, როდესაც პრეზიდენტს წარმოუდგენია, რომ მოლაპარაკება ომის დასრულების შემდეგ იქნება, ხომ არ ფიქრობს, რომ ეს იქნება საბოლოო შეთანხმება, რომელიც შეეხება რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებულ ყველა ტერიტორიას, მათ შორის საქართველოში, პრეზიდენტი განმარტავს, რომ „ვიდრე რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს, ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში.“  

ბაიდენის თქმით, აშშ ცდილობს, ჩინეთთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრის დროს, მისი მიზანი ჩინეთთან ნორმალური კომუნიკაციების განახლებაა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს 15 ნოემბერს შეხვდებიან. ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გაიმართება. ბაიდენმა მედიას განუცხადა, რომ ის ცდილობს, ჩინეთთან აშშ-ის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს. „მიზანია, რომ შეგვეძლოოს დარეკვა და ერთმანეთთან საუბარი, თუ რაიმე კრიზისი იარსებებს. ჩვენ არ ვცდილობთ ჩინეთისგან გამოყოფას, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, არის ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლა,“ – აღნიშნა ბაიდენმა.  

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სამხედროებს შორის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს გულახდილი და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ არაერთ ორმხრივ და გლობალურ საკითხზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ჩინეთს კონკურენტული ბრძოლა აქვთ და, რომ შეერთებული შატატები ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და ფასეულობებს და მოკავშირეებს და პარტნიორების. ჯო ბაიდენის თქმით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში, ან ახალ ცივ ომში. სამხედრო კონტაქტების განახლების გარდა, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ სხვა საკითხშიც. მათ შორის განახლდება თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო წარმოების და ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე, დაადასტურეს, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაძლევა და უსაფრთხოების გაზრდა. ბაიდენი და სი ასევე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გასაზრდელად. აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკის, არასაბაზრო ეკონომიკური პრაქტიკის და ამერიკული კომპანიებისადმი სადამსჯელო ზომების გამო. შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინისა და ისრაელის შესახებაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭრას, რათა უკრაინა ომიდან გამოვიდეს როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ტერორიზმისგან ისრაელის თავდაცვის უფლებას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანამ თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ხაზი გაუსვა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. საუბარი იყო ტაივანზეც. ჯო ბაიდენმა თქვა რომ აშშ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის მიერ სტატუს-კვოს ცალხმრივად შეცვლას და მხარს უჭერს უთანხმოების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. თავის მხრივ, სი ძინპინმა ტაივანის საკითხს უწოდა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, ჟურნალისტებს უამბო, რომ სი ძინპინმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში შეჭრას არ აპირებს და უპირატესობას მშვიდობიანად გაერთიანებას ანიჭებს, თუმცა, კონკრეტულ გარემოებებში შესაძლოა, ძალაც გამოიყენოს. ჩინეთის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ მიღებული ეკონომიკური ზომების, მათ შორის სანქციების და ჩინეთის ტექნოლოგიების სფეროში ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვის გამო. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის ვაშინგტონთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომლებიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთმომგებიან თანამშროლობას. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.  

ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა

CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვას, ისევ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს კომუნისტურ ქვეყანას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მეთაური დიქტატორებს 2023 წლის ივნისშიც შეადარა, როცა კალიფორნიაში, ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე საუბრობდა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩინური აეროსტატის ჩამოგდებაზე. ივნისში, ბაიდენის ამ განცხადებას ჩინეთისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პეკინმა აშშ-ის ლიდერის სიტყვები „აბსურდულ და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პროვოკაციად" შეაფასა. 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.  

სი ძინპინი ჯო ბაიდენს: აშშ-მ ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება არ უნდა დაგეგმოს - საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია

ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართა. „ჩინეთს არ აქვს გეგმები, დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება,“ - აღნიშნა სი ძინპინმა. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში და აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. „ჩინეთი არ ეძებს გავლენის სფეროებს. არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.  ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები. 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა  

პეკინის განცხადებით, ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკებები "უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით" ჩინეთის პოზიციას არ შეცვლის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინს შორის სან-ფრანცისკოში გამართული მოლაპარაკებები არ შეცვლის პეკინის პოზიციას გრძელვადიან საერთაშორისო და რეგიონულ კრიზისებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩინეთის პოზიციას „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.“ ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუთშაბათს, 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი. სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დროს ჩინეთმა და აშშ-ის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის "უკრაინის კრიზისსა" და "პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე." „ჩინეთის პოზიცია ორივე საკითხზე მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ ვდგავართ სამართლიანობის მხარეს და ვრჩებით მოწოდებულნი მშვიდობისა და დეესკალაციისთვის მოლაპარაკებების ხელშეწყობისკენ," - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა 15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ჩინეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. ჩინეთი არ გმობს რუსეთის ქმდებას და არც შეჭრას უწოდებს მას. პეკინი აცხადებს, რომ იარაღს არცერთ მხარეს არ მიაწვდის, თუმცა პეკინი ასევე აგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას და გაფართოებას მოსკოვთან. მან აგრესორ ქვეყანასთან გასული წლის განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაზარდა სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი რუსეთთან ასევე ავითარებს თანამშრომლობას სხვა სფეროებში. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა  

სი ძინპინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი მიიღო

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში მიიღო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, იუწყება ჩინეთის მედია. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 21-დან 23 ნოემბრამდე გაგრძელდება, რუსეთის პარლამენტის წარმომადგენლები ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) ხელმძღვანელობას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან. თავის მხრივ, რუსული მხარის ცნობით, „ვიაჩესლავ ვოლოდინმა სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თბილი მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა.“ „თქვენი ურთიერთობების დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები არიან, არამედ სტრატეგიული მეგობრებიც,” - აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მისი თქმით, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით, „რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განვითარების პიკზეა.“ სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ სან-ფრანცისკოში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს. ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა.  

სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ვიეტნამში ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის პრეზიდენტს ჰანოის აეროპორტში ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი, ფამ მინ ჩინი დახვდა. „ჩინეთი დიდი ხანია, რაც ვიეტნამის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში ჩინეთის უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს,“ - განაცხადა სი ძინპინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე. ცნობისთვის, ვიეტნამში სი ძინპინის დღევანდელი ვიზიტი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველია.  

სი ძინპინმა საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ ტაივანი და ჩინეთი "აუცილებლად გაერთიანდებიან“

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში გაიმეორა თავისი განცხადება, რომ ტაივანი "აუცილებლად გაერთიანდება" ჩინეთთან.  მისი გზავნილი მოდის ტაივანის გადამწყვეტი 13 იანვრის არჩევნების წინ, რომელიც კუნძულის სრუტეების პოლიტიკას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსაზღვრავს.  ჩინეთმა არჩევნების წინ სამხედრო ზეწოლა გააძლიერა ტაივანზე. სი ძინპინის თქმით, „ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მყოფი ყველა ჩინელი უნდა გაერთიანდეს საერთო მიზნისთვის, ჩინური ერის აღორძინებისათვის.“ „დემოკრატიისა და ავტორიტარიზმს შორის გლობალური კონფლიქტის წინაშე მდგარ ტაივანს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: გააგრძელოს მშვიდობის დაცვა და დაიცვას დემოკრატია,“ - განაცხადა სი ძინპინმა. გაეცანით Europetime-ის სტატიას: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

სი ძინპინი: ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ევროპასთან მეტი ხიდის აშენებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ სი ძინპინმა ჩინეთში ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდერ დე კროს ვიზიტის შემდეგ განაცხადა. „ტურბულენტური საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, ჩინეთსა და ევროპას შორის მეტი „ხიდის“ აშენებაა საჭირო. ორივე მხარემ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და ერთობლივად შეუწყოს ხელი მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მთელ მსოფლიოში,“ – ნათქვამია ჩინეთის ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დე კრო ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარეს.  

„კონკურენცია მოითხოვს ინტენსიურ დიპლომატიას გაუთვალისწინებელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“ - ბაიდენი სი ძინპინს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, ბაიდენმა გაიმეორა „რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები რუსეთთან და ირანთან, როგორც უკრაინის ომის გარშემო, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არეულობის ფონზე.“ „ინტენსიური კონკურენცია მოითხოვს ინტენსიურ დიპლომატიას დაძაბულობის სამართავად, არასწორი აღქმისა და გაუთვალისწინებელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ეს ზარიც ამის მიღწევის ერთ-ერთი გზაა," - აღნიშნა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ შეეცდებოდნენ კომუნიკაციის ხაზის შენარჩუნებას და რომ ორივე მხარე აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რათა რეალურად, ურთიერთობები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მართონ.” ბაიდენი და სი ძინპინი ბოლოს, კალიფორნიაში 2023 წლის ნოემბერში შეხვდნენ. პეკინი ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მოსკოვთან, ზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აფერხებს დასავლეთის მცდელობებს, მოახდინოს რუსეთის იზოლაცია. უკრაინა პეკინთან ღია დიპლომატიურ არხებს ინარჩუნებს, ხოლო დასავლელი ოფიციალური პირები პეკინს მოუწოდებენ, გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვზე, რათა კრემლმა უკრაინაში ომი დაასრულოს. ბაიდენის მთავარი ეკონომიკური წარმომადგენელი, ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი ჩინეთში ოთხშაბათს გაემგზავრება, რათა გამართოს პირისპირ შეხვედრები თავის კოლეგებთან ხუთი დღის განმავლობაში/ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ასევე გეგმავს ჩინეთში ჩასვლას ამ წლის ბოლოს. „უდავოდ, აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები ახლა უფრო მყარ საფუძველზე დგას, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო,“ - განაცხადა სახაზინო სამსახურის მაღალჩინოსანმა პრესასთან საუბრისას. „ჩვენ ვიცით, რომ ამ ურთიერთობაში არის ღრმა გამოწვევები და უთანხმოება,“ აღნიშნა მაღალჩინოსანმა. სი ძინპინმა არ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და არაერთხელ შეიკავა თავი ომის შესახებ გაეროს რეზოლუციების კენჭისყრისგან. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ მარტში განაცხადა, რომ ჩინეთი არის "ძალა მშვიდობისთვის." საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა პირველ აპრილს პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს, „ჩინეთმა გაუგზავნოს ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთს“ უკრაინაში მის ,მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამო. ჩინეთის ელჩმა შვეიცარიაში ვან შიჰტინმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ პეკინი განიხილავს მონაწილეობას შვეიცარიაში დაგეგმილ მომავალ მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინის სამშვიდობო ფორმულას ეხება.  

მედია: ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა

მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უნგრული სამსახური დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ტურის ფარგლებში სი ძინპინი 5 მაისს ორი დღით საფრანგეთში ჩავა, რის შემდეგად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა. წყაროების ინფორმაციით, ბელგრადის შემდეგ ჩინეთის ლიდერი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩავა.  

სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს უმასპინძლა - რაზე გამახვილდა ყურადღება პეკინში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში 12 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთში. შოლცს თან ახლავს სამი მინისტრი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებზე. დელეგაციაში შედიან წამყვანი გერმანული კომპანიების, კერძოდ, Siemens-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შოლცის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უპირისპირდებიან ჩინეთს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, ვაჭრობის, ტაივანის, ადამიანის უფლებებისა და მისი კავშირების შესახებ რუსეთთან. გერმანიის დელეგაციამ სი ძინპინთან შეხვედრას „კარგი“ უწოდა. მასთან შეხვედრის წინ, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის "მთელ საერთაშორისო წესრიგს." ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე გერმანიის კანცლერმა ბირთვული ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა. „ნათელია, ჩვენ ორივემ ნათლად განვაცხადეთ ჩვენს ბოლო შეხვედრებზე აქ, პეკინში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის ვიზიტის წინ ვაშინგტონმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღების სექტორის გაძლიერებულ მხარდაჭერაში. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ორმხრივი კავშირები გერმანიასთან, სტაბილურად განვითარდება იმ პირობით, რომ ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის განსხვავებებს და ისინი ეძებენ „საერთო ნიადაგს.“ „ჩვენ უნდა შევხედოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი გზით გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან,” - განუცხადა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ბერლინმა გასულ წელს წამოიწყო „რისკებისგან თავის დაღწევის“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ზედმეტად მჭიდრო კავშირის შეჩერებას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან. „ვიდრე ორივე მხარე დაიცავს ურთიერთპატივისცემას, ეძებს საერთო ენას და ინარჩუნებს განსხვავებებს, ურთიერთობს და სწავლობს ერთმანეთისგან და მიაღწევს მომგებიან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება,“ განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმ გერმანიიც კანცლერს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და გააფრთხილა ჩინეთის ხელმძღვანელობა ავტოინდუსტრიაში პროტექციონისტულ პოზიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინური წარმოების მანქანები მისასალმებელია გერმანულ ბაზარზე იქამდე, ვიდრე კონკურენცია "სამართლიანი" იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ იყოს დემპინგი, რომ არ იყოს ჭარბი წარმოება, რომ საავტორო უფლებები არ ირღვეოდეს,“ - ასეთია შოლცის პოზიცია. მან მოუწოდა ჩინეთს, შექმნას თანაბარი პირობები ვაჭრობისთვის. გერმანიის მთავრობა და გერმანული ბიზნესი ასევე უფრთხილდებიან ტაივანთან დაკავშირებით რაიმე პოტენციურ სამომავლო კონფლიქტს. შოლცის ვიზიტი დღეს დასრულდა.